Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

რა არის ვენური უკარისობის სიმპტომები და სტადიები?

ვენების დაავადების სტადიები

ზედაპირული ვენების დაავადება უვითარდება ნებისმიერი ასაკის და აქტიობის ქალსა და მამაკაცს. უმეტესობას აღენიშნება ხილული ვარიკოზული ვენები, ზოგს კი დაავადების აშკარა ნიშნები არ აქვს.

ზუსტი დიაგნოზი ვენური პრობლემის სწორი კლასიფიკაციის საფუძველია.

იმისათვის, რომ შემცირდეს გაურკვევლობა და არსებობდეს ვენური პრობლემისადმი სტანდარტული მიდგომა, ექსპერტების ჯგუფმა შექმნა კლასიფიკაციის სისტემა - CEAP.
ეს აკრონიმი ნიშნავს შემდეგს:

  • კლინიკური – როგორ გამოიყურება პაციენტის ვენები
  • ეტიოლოგია – პრობლემა მემკვიდრულია თუ არა
  • ანატომია – რომელი ვენებია დაზიანებული
  • პათფიზიოლოგია – რომელი მიმართულებით მოძრაობს სისხლი (ნორმალური თუ არა) და სად ხდება სისხლის ნაკადის ბლოკირება
ფეხზე არ აღინიშნება ზედაპირული ვენების დაავადების ხილული ნიშნები
ფეხზე არ აღინიშნება ზედაპირული ვენების დაავადების ხილული ნიშნები

ზედაპირული ვენების დაავადების ხილული ნიშნები არ არის

ფეხზე არ აღინიშნება ზედაპირული ვენების დაავადების ხილული ნიშნები

ფეხზე ჩანს ვენური ქსელი, ვენური ბადეები,  ე.წ. ობობა ვენები
ფეხზე ჩანს ვენური ქსელი, ვენური ბადეები,  ე.წ. ობობა ვენები

ვენური ქსელი

ვენებს, რომელსაც ხედვთ ან შეიგრძნობთ უშუალოდ კანქვეშ, ეწოდება ზედაპირული ვენები. ვენური ქსელები ან ვენური ბადეები,  ე.წ. ობობა ვენები წარმოადგენს წვრილი სისხლძარღვების გროვებს, რომლებიც კანქვეშ ჩნდება; ხშირად მათ აქვთ წითელი, ლურჯი ან იისფერი შეფერილობა; გავს ობობას ქსელს. ჩვეულებრივ ჩნდება სახეზე და ფეხებზე.

ფეხზე ჩანს ვარიკოზული ვენები
ფეხზე ჩანს ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები ჩნდება ფეხების კანქვეშ. ამ გაფართოებული ვენების დანახვა ადვილია, რადგან ისინი გასქელებულია და დაგრეხილი. ჭარბი წონისას მათი გამოვლენა შესაძლოა გაძნელდეს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილით დაფარვის გამო.

ფეხის შეშუპებული უბანი
ფეხის შეშუპებული უბანი

შეშუპება

თუ თქვენ გაწუხებთ ვენების ქრონიკული უკმარისობა,  ხშირად ვითარდება წვივების და ტერფების  შეშუპება. თითით დაჭერისას ქსოვილებში დიდი ხნით რჩება ჩაღრმავება.

მიზეზებია  ყავის და ალკოჰოლის მიღება, ხანგრძლივი დროით დგომა ან ჯდომა, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება და ჰორმონული ცვლილებები.

ფეხზე ჩანს კანის სიწითლე
ფეხზე ჩანს კანის სიწითლე

კანის ცვლილებები

ხანგრძლივი შეგუბება და ვენური წნევის ზრდა განაპირობებს კანის მოწითალო-ყავისფერი შეფერილობის განვითარებას. ყველაზე კარგად ეს ჩანს მუხლების გარშემო, თუმცა შეიძლება ასევე გაჩნდეს წვივებსა და ტერფებზე.

ფეხზე აღინიშნება ღია ვენური წყლული
ფეხზე აღინიშნება ღია ვენური წყლული

ვენური წყლულები

ვენური წყლულები ჩვეულებრივ, შეხებით მტკივნეულია, არ არის დიდი და ზომიერად შემაწუხებელია. ისინი წარმოდგენს ზედაპირული ვენების დაავადების წინა სტადიების გართულებას.

პროცესი იწყება პატარა ზომის ჭრილობით,, რომელიც შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. ვენური წყლულები შეიძლება იყოს წითელი შეფერილობის და დიოდეს სითხე.

როგორ შემიძლია ზედაპირული ვენების უკმარისობის პროფილაქტიკა?

ზედაპირული ვენების უკმარისობის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო ვარჯიში, ალკოჰოლის და სიგარეტისთვის თავის არიდება და ბალანსირებული დიეტა.

ვენების რეგულარული ვარჯიში ასევე ხელს უშლის ზედაპირული ვენური უკმარისობის განვითარებას ან პროგრესირებას. გარდა ამისა, ვარიკოზული ვენების გართულებების განვითარების პროფილაქტიკის უნარი აქვს ლიოტონი® 1000 გელს.

მკურნალობა

პროფილაქტიკა

ვარჯიშები

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.