ხშირად დასმული კითხვები
ქვემოთ მოყვანილი კითხვა-პასუხი თქვენთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აქ შეგიძლიათ გადმოწეროთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
ცნობილია, რომ ამ დროს შეიძლება გაჩნდეს ან გაუარესდეს პრობლემები. არ არსებობს მონაცემები ლიოტონი® 1000 IU/g გელის გამოყენების შესახებ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ ორულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლიოტონი® 1000 გამოიყენება კანზე ადგილობრივად. ზოგადი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ძალიან დაბალია. მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ლიოტონი® 1000-ის ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ ლიოტონი® 1000, თუ ალერგია გაქვთ ჰეპარინის, ნატრიუმის ან სხვა ინგრედიენტების მიმართ.
ვენების დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანი ფეხების შეშუპებაა, სანამ ვენების ვარიკოზი ან სხვა გარეგნული ნიშნები გაჩნდება. ფეხების ქავილი და ჩხვლეტა შეიძლება მიუთითებდეს ზედაპირული ვენების დაავადების დაწყებაზე ან არსებულ ვენურ სისუსტეზე. თუ მიუხედავად იმისა, რას აკეთებდით დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ფეხები გისივდებათ ან ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ გიშუპდებათ წვივები, თქვენ ვენების უკმარისობა გაქვთ და დროა დაიწყოთ მოქმედება.
იმსჯელეთ თქვენს ექიმთან ერთად.
ზედაპირული ვენების უკმარისობა იწყება მაშინ, როდესაც თქვენ მუდმივად გრძნობთ ფეხების სიმძიმეს, შეშუპებას და ტკივილს. შეშუპება ვითარდება იმიტომ, რომ ვენებში და გარემომცველ ქსოვილებში იზრდება სისხლის წნევა და ირღვევა მიკროცირკულაცია და ლიმფური დრენაჟი. სისხლის დინების შესანარჩუნებლად კუნთები უნდა იკუმშებოდეს. გამოცდილი საშუალებაა კომპრესიული წინდების ხმარება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოქმედებას, უკეთესი შედეგი გექნებათ.
თუ რაიმე დამატებითი კითხვები გექნებათ ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ზოგიერთს ვენების ვარიკოზის განვითარების გენეტიკური განწყობა აქვს, ახალგაზრდებსაც კი (უმეტესად ქალებს) შეიძლება ჰქონდეთ ფეხების შეშუპება და ტკივილი. ჩვეულებრივ, დაავადება თანდათან პროგრესირებს. უკვე შორსწასულ სტადიაზე, ვენების სპეციალისტმა (ფლებოლოგმა) თქვენს ექიმთან ერთად უნდა იმსჯელოს სამკურნალო ღონისძიებებზე (მაგ. ოპერაცია) სრულყოფილი გასინჯვის შემდეგ.
ლიოტონი® 1000 თავისი შემადგენლობის წყალობით, იწვევს სწრაფ გაგრილებას, რითაც გეხმარებათ ტკივილის გაქრობასა და სიმსუბუქის შეგრძნებაში. მის შემადგენლობაში არსებული ჰეპარინი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს, ასე რომ, ქრება ფეხების დაჭიმულობის და სიმძიმის შეგრძნება.
გარდა ამისა, თუ დიდი ხნის მანძილზე გიწევთ ჯდომა ან დგომა, უნდა იხმაროთ კომპრესიული წინდები. წინდები დაგეხმარებათ, რათა ფეხის კუნთებმა და ვენებმა კარგად გადატუმბოს სისხლი გულისკენ.
დიახ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიოტონი® 1000 სახსრების და კუნთების ტრავმული დაზიანების ან გაჭიმვის დროს განვითარებული შეშუპების და სისხლნაჟღენთების სამკურნალოდ. ჰეპარინი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს, ხოლო წყალ-სპირტოვანი გელი იწვევს სწრაფი გაგრილების შეგრძნებას.
თუ გაქვთ ღია ჭრილობა, სისხლდენა ან კანის ინფექცია, ამ უბნებზე არ უნდა გამოიყენოთ ლიოტონი® 1000 გელი.