Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

კარგი სისხლის მიმოქცევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

ეს ასევე ეხება თქვენს ფეხებს. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა, როგორ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა!

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი სისხლის მიმოქცევა ფეხებში?

ცირკულაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. თქვენ ალბათ ბევრს არ ფიქრობთ ამაზე, მაგრამ როდესაც სისხლი თქვენს სხეულში ცირკულირებს, ის აწვდის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს  სხეულის უჯრედებს და ასევე ათავისუფლებს ნარჩენებისგან.

როდესაც თქვენ გაქვთ სუსტი მიმოქცევა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სისხლი არ მიედინება  ფეხებში ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა. ენერგიის ნაკლებობა და სითხის შეკავება (შეშუპება) ფეხებში შესაძლოა არის ამის შედეგი.

 

ფეხებში სუსტი (არასაკმარისი) სისხლის მიმოქცევის სიმპტომები

სუსტი ცირკულაცია ცუდი ამბავია თქვენი ფეხებისთვის: მაგალითად, სისხლის შესუსტებულმა მიმოქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს სითხის დაგუბება ფეხებში, წვივებსა და ტერფებში. ამას შეშუპება ჰქვია. მისი სიმპტომებია: 

  • შეშუპება და სიმძიმე
  • დაჭიმული თბილი კანი
  • ხისტი სახსრები
  • ტკივილი დაზიანებულ ადგილებში

 სისხლის სუსტმა მიმოქცევამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვენების გაგანიერება. ვარიკოზულმა ვენებმა კი, შესაძლოა შეაფერხოს სისხლის ნაკადი და  გაართულოს სისხლის დაბრუნება გულში.

ფეხების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, დაბუჟება და ჩხვლეტა ფეხებში ცუდი სისხლის მიმოქცევის სიმპტომები შეიძლება იყოს.

დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

სისხლის სუსტი მიმოქცევა ფეხებში - მიზეზები

სისხლის მიმოქცევის დარღვევა ძირითადად გამოწვეულია არტერიებისა და ვენების პრობლემებით.

სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამომწვევ მიზეზებს შორისაა სხვადასხვა დაავადება, რომელიც იწვევს  სისხლის შედედებას სისხლძარღვში. ასევე  ცხოვრების წესი, მოწევა ან ჭარბი წონა - ორივე მათგანი ასევე ზრდის ზედაპირული ვენური დაავადების ან ვარიკოზული ვენების რისკს. 

მნიშვნელოვანია: რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა. დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

5 რჩევა ჯანმრთელ ფეხებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

გსურთ გაიგოთ როგორ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში? და თავიდან აიცილოთ ვენური დარღვევები, შეშუპება, სისხლის შედედება და ა.შ.? სცადეთ ცხოვრების წესის ეს მარტივი ცვლილებები - ფეხები ამისთვის მადლობას გადაგიხდით!

დაამარცხეთ ცუდი სისხლის მიმოქცევა ვარჯიშით, რომელიც წარმოდგენილია ფეხსაცმლის გამოსახულებით
დაამარცხეთ ცუდი სისხლის მიმოქცევა ვარჯიშით, რომელიც წარმოდგენილია ფეხსაცმლის გამოსახულებით
დაამარცხეთ ცუდი სისხლის მიმოქცევა ვარჯიშით

მაქსიმალურად ეცადეთ, რომ  ჩართოთ ვარჯიში თქვენს რუტინაში: სირბილი, ცურვა, ველოსიპედი, განსაკუთრებით რეკომენდებულია სიარული.

აკონტროლეთ წონა

ცნობილია, რომ სხეულის წონის შენარჩუნება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ნაკლები წონა ასევე ამცირებს წნევას თქვენს ვენებზე. თუ არ ხართ იდეალურ წონაზე სცადეთ მეტი ვარჯიში. იხილეთ ზემოთ. სწორი კვება ასევე დაგეხმარებათ. დაიცავით დაბალმარილიანი დიეტა, რათა თავიდან აიცილოთ შეშუპება, რომელიც გამოწვეულია წყლის შეკავებით.

აკონტროლეთ თქვენი ნორმალური წონა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, წარმოგიდგენთ  სასწორს
აკონტროლეთ თქვენი ნორმალური წონა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, წარმოგიდგენთ  სასწორს
აწიეთ ფეხები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, გამოსახულია 3 ბალიში
აწიეთ ფეხები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, გამოსახულია 3 ბალიში
აწიეთ ფეხები

ვენებში წნევას შეამცირებთ ფეხების შემოწყობით გულზე მაღალ დონეზე. მაგალითად, რამდენიმე ბალიშზე ფეხების შემოდებით. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არამედ ხელს უწყობს ვენების განტვირთვას და ამცირებს შეშუპებას ფეხებსა და ტერფებში (შეშუპება).

ნუ იჯდებით ხანგრძლივად უმოძრაოდ, ავარჯიშეთ ფეხები

მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას ან დგომას. სასურველია პოზის ხშირად შეცვლა, რათა ხელი შეუწყოთ სისხლის მიმოქცევას. სცადეთ სამუშაო რუინაში სიახლის შეტანა: აქეთ-იქეთ სიარული ან გაჭიმვა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სისხლის მიმოქცევის შფერხებებს, ისევე როგორც დიდი ხნის განმავლობაში ჯდომით გამოწვეულ ბევრ სხვა პრობლემას.

ნუ იჯდებით ხანგრძლივად უმოძრაოდ, ფეხები ავარჯიშეთ - გამოსახულია საოფისე სკამი
ნუ იჯდებით ხანგრძლივად უმოძრაოდ, ფეხები ავარჯიშეთ - გამოსახულია საოფისე სკამი
დალიეთ ბევრი წყალი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, წარმოდგენილია წყლის ბოთლი
დალიეთ ბევრი წყალი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, წარმოდგენილია წყლის ბოთლი
დალიეთ ბევრი წყალი

სასმელი წყალი შესანიშნავი საშუალებაა სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად,  რადგან წყლის სმა გეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. იცოდით, რომ რეკომენდებულია თქვენი სხეულის წონის ნახევარი  გამრავლოთ 30 მლ-ზე და დალიოთ მაგდენი წყალი ყოველდღე?  სცადეთ!

ლიოტონი® 1000 გელი
ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი® 1000 - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

ფეხები ხშირად გიმძიმდებათ ან გიშუპდებათ ზედაპირული ვენური უკმარისობის გამო? ლიოტონი® 1000 ჰეპარინის გელი დაგეხმარებათ ფეხებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით და ტკივილისა და შეშუპების შემცირებით ფეხებსა და ტერფებში.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაკავშირებული თემები

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

ფეხების ტკივილი

ფეხების ტკივილი

მცირდება ტკივილი ვარჯიშის შემდეგ?

ვარჯიშის შემდეგ ტკივილი მცირდება?

მოუსვენარი ფეხების სინდრომი

მოუსვენარი ფეხების სინდრომი

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები

ლიოტონი® 1000 შესახებ

ლიოტონი® 1000 შესახებ

როგორ მოქმედებს / ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.