Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

გრძნობთ თუ არა ფეხების მოძრაობის სურვილს მოსვენებულ მდგომარეობაში?

გეწყებათ ფეხების ქავილი ან მოუსვენრობა ძილის წინ?

ეს შეიძლება იყოს მოუსვენარი ფეხების სინდრომის (RLS) სიმპტომები. გაიგეთ, რა არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი (RLS) – და როგორ ვუმკურნალოთ? არის კავშირი  ვენურ უკმარისობასთან?

მოუსვენარი ფეხების სინდრომი - რას ნიშნავს?

მოუსვენარი ფეხების სინდრომი RLS, ხასიათდება ფეხების მოძრაობის სურვილით, არასასიამოვნო შეგრძნების მოსახსნელად ფეხებში. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, ეს არის ქრონიკული ვენური დაავადების  საერთო სინდრომი (შესაძლოა გამოწვეული იყოს ასევე.

RLS სიმპტომები ხშირად ვლინდება ქრონიკული ვენური დაავადებით დაავადებულ პაციენტებში. თუ თქვენ გაქვთ ვენური პრობლემები, შეიძლება უფრო მეტად იყოთ მიდრეკილი RLS-ის მიმართ, ვიდრე სხვები. ქრონიკული ვენური დაავადების მრავალი სხვა სიმპტომისგან განსხვავებით, მოუსვენარი ფეხების სინდრომი ჩვეულებრივ ღამით ვლინდება.

ქალი იხსნის ფეხების ქავილს  ნაზი მასაჟით
ქალი იხსნის ფეხების ქავილს  ნაზი მასაჟით

მოუსვენარი ფეხების სინდრომი - სიმპტომები

ვის უყვარს ტკბილი ძილის დარღვევა ღამით საწოლში წრიალის გამო. თუმცა, სიმპტომები უმეტესად სწორედ ამ დროს ვლინდება: როცა ისვენებთ, უმოქმედო ხართ ან იძინებთ. ფეხების მოძრაობის სურვილის გარდა, RLS ძირითადად ხასიათდება უსიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებებით, რომლებსაც აღწერენ, როგორც:

  • ქავილი
  • ჩხვლეტა
  • წვა
  • ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
  • მოუსვენრობა

უსიამოვნო სიმპტომები ხშირად ღამით უფრო მძაფრდება, ვიდრე დილით.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის სადიაგნოსტიკო კითხვარი: შეიძლება გქონდეთ RLS? გაიგეთ მეტი

უპასუხეთ ამ კითხვებს და გაიგეთ, გაქვთ თუ არა მოუსვენარი ფეხების სინდრომი RLS? :

  • გაქვთ ფეხების მოძრაობის ძლიერი სურვილი, რაც ჩვეულებრივ თან ახლავს ან გამოწვეულია ფეხებში არასასიამოვნო შეგრძნებებით?
  • სიმპტომები გეწყებათ ან უარესდება დაწოლის ან დაჯდომისთანავე?
  • ქრება თუ არა თქვენი სიმპტომები ადგომის, გაჭიმვის ან სეირნობისას? 
  • სიმპტომები უარესდება საღამოს საათებში ან ძირითადად ვლინდება ღამით?
  • დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი სიმპტომები არ არის გამოწვეული ფეხის კრუნჩხვით, ცუდად მდებარეობის დისკომფორტით, ფეხის შეშუპებით ან ართრიტით?

თუ თქვენ ხუთივე კითხვას დადებითი პასუხი გაეცით, მაშინ შესაძლოა მოუსვენარი ფეხების სინდრომი გაქვთ.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის სწორი დიაგნოზის დასადგენად და სხვა ძირითადი დაავადების  გამორიცხვის მიზნით ყოველთვის მიმართეთ ექიმს და  სიმპტომებზე დეტალურად მოუყევით სამკურნალო ღონისძიებების რჩევის მისაღებად.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზები და რისკის ფაქტორები

მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარია და შეიძლება  ზოგიერთი მდგომარეობის ან მედიკამენტის * თანმხლები ეფექტი იყოს. თუმცაღა, მისი კავშირი ვენურ უკმარისობასთან კარგადაა ცნობილი. კვლევები გვიჩვენებს, რომ   მოუსვენარი ფეხების სიმპტომები უმჯობესდება ზედაპირული ვენური დაავადების მკურნალობასთან ერთად.

RLS-ის რისკის ფაქტორები:

იცოდით, რომ ქრონიკულ ვენური დაავადებას ხშირად თან ახლავს მოუსვენარი ფეხების სინდრომი? კვლევებმა აჩვენა, რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომის მქონე  პაციენტების 91%-ს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც. ზედაპირული ვენური უკმარისობის ოპერაციული მკურნალობის შედეგად RLS სიმპტომების გაუმჯობესება აღინიშნა პაციენტების 80 %-ში. ასე რომ, ექიმმა აუცილებლად უნდა გამორიცხოს ქრონიკული ვენური უკმარისობა, როგორც  მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზი, სანამ სხვა სამედიცინო მკურნალობას დაიწყებთ. ზოგიერთი სხვა რისკის ფაქტორიც შიძლება იყოს:

  • მდედრობითი სქესი
  • მომატებული ასაკი
  • გენეტიკური განწყობა
  • რკინის დაბალი შემცველობა
  • დიაბეტი
  • ორსულობა: ზოგიერთ ქალს აწუხებს RLS ორსულობის დროს (სიმპტომები უმჯობესდება მშობიარობის შემდეგ)
  • გარკვეული მედიკამენტები და მათი გვერდითი ეფექტები (ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ზოგიერთი ალერგიის წამალი, როგორიცაა ანტიჰისტამინები, დოფამინ-რეცეპტორების ანტაგონისტები და ა.შ.) - ყოველთვის მიმართეთ ექიმს, თუ გეეჭვებათ, რომ ეს რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს.

* მოუსვენარი ფეხების სინდრომის სავარაუდო მიზეზების ან რისკის ფაქტორების სწორი განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან!

ცხოვრებისეული რჩევები მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესამსუბუქებლად

დიახ, შეიძლება მართლა აუტანელი იყოს, როცა თქვენი გაღიზიანებული ფეხები ღამის ტკბილ ძილს არღვევს. ზოგჯერ ძნელია სიმპტომების ზუსტი მიზეზის დადგენა. (გთხოვთ, ყოველთვის მიმართოთ ექიმს, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა ქრონიკული ვენური უკმარისობა თქვენი მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზი)

კარგი ამბავი: თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომი (RLS) გამოწვეულია ვენური უკმარისობით, ვენური უკმარისობის მკურნალობამ შესაძლოა გააუმჯობესოს RLS სიმპტომებიც (ზოგიერთი კვლევით დადგინდა, რომ RLS სიმპტომები ვენებზე ოპერაციული მკურნალობის შემდეგ შემსუბუქდა).

ვენური უკმარისობის შესამსუბუქებლად და ფეხების სიჯანსაღისთვის რეკომენდებული ჯანმრთელი ცხოვრების ზოგიერთი წესი, შესაძლოა მოუსვენარი ფეხების სიმპტომების მართვაშიც დაგეხმაროთ.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

როგორ შეგიძლიათ თავად შეამციროთ ქრონიკული ვენური დაავადების შემდგომი დამძიმების რისკი? სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესებით. სცადეთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი:

რჩევები ფეხების სიჯანსაღისთვის:

  1. ივარჯიშეთ რეგულარულად სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. იხილეთ ჩვენი სპეციალური ვარჯიშები ჯანმრთელი ფეხებისთვის აქ.
  2. აკონტროლეთ წონა
  3. ჯდომისა და დგომის დროს იცვალეთ პოზები დღის განმავლობაში
  4. შემოაწყეთ ფეხები მაღლა

თუ ღამით ხშირად იღვიძებთ, მიყევით ჩვენს რჩევებს:

რჩევები მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესამსუბუქებლად ღამით და ძილის წინ:

  1. რეგულარული, ზომიერი ვარჯიში დაგეხმარებათ უკეთ დაძინებაში. გაისეირნეთ ბავშვებთან, ძაღლთან ან მეგობართან ერთად.
  2. გათბით ძილის წინ. გამათბობელმა ბალიშმა შეიძლება შეამსუბუქოს მოუსვენარი ფეხების სინდრომის  სიმპტომები.
  3. არ გადაიტვირთოთ! ზომიერ ვარჯიშს შეუძლია შეგიმსუბუქოთ RLS სიმპტომები, თუმცა გადაჭარბებულმა ვარჯიშმა შეიძლება, პირიქით, გააუარესოს მდგომარეობა.
  4. მოერიდეთ ნიკოტინს და კოფეინს ძილის წინ.
  5. ძილს გაიუმჯობესებთ და თავსაც უკეთ იგრძნობთ, თუ დაიცავთ რეგულარულ განრიგს.
  6. მოერიდეთ ალკოჰოლს ძილის წინ.
  7. მოერიდეთ დღის ძილს ღამით უკეთესად ძილისთვის.
  8. დათვალეთ ცხვრები, იოცნებეთ ან უბრალოდ დახუჭეთ თვალები - ეცადეთ ძილის წინ აირიდოთ სერიოზული ფიქრები.

 

მოუსვენარი ფეხების სინდრომი? სპეციალური რჩევა

თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი RLS გამოწვეულია ვენური უკმარისობით*…

გამოიყენეთ გელი, როგორიცაა ლიოტონი® 1000. ჰეპარინის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ლიოტონი® 1000 გელი უზრუნველყოფს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომების - ტკივილისა და ფეხების შეშუპების - შემცირებას. ლიოტონი® 1000 გელი მოგანიჭებთ გაგრილების სასიამოვნო შეგრძნებას.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დიაგნოსტიკისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

ლიოტონი<sup>®</sup> 1000 გელი
ლიოტონი<sup>®</sup> 1000 გელი

ლიოტონი® 1000 - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

უნდა იცოდეთ: რომ ლიოტონი® 1000 გელი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გაგრილების შეგრძნებას და არის სასიამოვნო გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლიოტონის გელი ღამის ტუმბოზე
ლიოტონის გელი ღამის ტუმბოზე

დაკავშირებული თემები

სისხლის მიმოქცევა

როგორ გავაუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში

სისხლჩაქცევები და ჰემატომა

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

ფეხების ტკივილი

ფეხების ტკივილი

ტკივილი მცირდება ვარჯიშის შემდეგ

მცირდება ტკივილი ვარჯიშის შემდეგ?

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები

ლიოტონი® 1000 შესახებ§

ლიოტონი® 1000 შესახებ

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს  და თანდათან როგორ სუსტდება?

მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი® 1000 თქვენს ვენებს.