ფეხი წამოკარით რამეს ქუჩაში ან დაშავდით ძაღლის გასეირნების ან ტენისის თამაშისას და შედეგად უსიამოვნო სისხლჩაქცევა ან მტკივნეული ჰემატომა გაჩნდა? გაიგეთ მეტი, რა არის სისხლჩაქცევა და ჰემატომა და როგორ ვუმკურნალოთ.
რა არის სისხლჩაქცევა?
სისხლჩაქცევა არის კანქვეშა სისხლძარღვების დაზიანების შედეგი და ჩვეულებრივ დაცემის ან ტრავმის შედეგად ჩნდება. ის ნებისმიერ ადამიანს ჰქონია დაცემის ან შეჯახების შემდეგ. ამ დროს კანქვეშა სისხლძარღვები ტრავმირდება და იწყებს სისხლდენას, რაც იწვევს კანზე მეწამული, ლურჯი ან მუქი სისხლჩაქცევების გაჩენას.
რა არის ჰემატომა?
ტრავმით გამოწვეული ჰემატომა არის სისხლჩაქცევის XXL ვერსია: ჩნდება ტრავმის ან დარტყმის გამო შედარებით დიდი სისხლძარღვის დაზიანებისას, როცა სისხლი გაჟონავს და დიდი რაოდენობით გროვება კანქვეშ. ჰემატომაა ასევე ქსოვილებში ლოკალური სისხლჩაქცევა და მათი დაზიანებითაა განპირობებული. ჰემატომა შეიძლება იყოს კანზე ამობურცულობის სახით.
ჰემატომები ჩვეულებრივ გამოწვეულია უფრო მძიმე ტრავმებით და შესაძლოა აუცილებელი იყოს ექიმის ჩარევაც.
ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზისთვის.
ჰემატომებისა და სისხლჩაქცევების მკურნალობა – 5 რჩევა
ყინული, ყინული ჩქარა - სისხლჩაქცევას ან ჰემატომას უნდა დაადოთ ყინული
ჰემატომების შესამცირებლად დაზიანებულ ადგილს მომენტალურად უნდა მიადოთ ყინული. სასურველია, რომ ყინული ჯერ პირსახოცში გაახვიოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის მოყინვა. ყინული ანელებს კანქვეშა სისხლდენას, შესაბამისად მცირდება სისხლჩაქცევა და ანთება.
დამშვიდდით: მაღლა მოათავსეთ და დაასვენეთ დაზიანებული ადგილი
დაზიანებული ფეხის აწევა გულის დონეზე მაღლა და კომფორტულ მდგომარეობაში მოსვენება დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში (და ხელს შეუშლის სისხლჩაქცევების ზომაში მომატებას).
დაადე სახვევი:
ტრავმისთანავე ჰემატომების თავიდან ასარიდებლად (პირველი 1-2 დღე) კარგი იდეაა ელასტიური სახვევის გამოყენება (სახვევი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო).
ვარჯიშის შეწყვეტა
თუ გგონიათ, რომ ტრავმის მიღების შემდეგ კარგა ხანია გასული, მაგრამ ვარჯიშისას მაინც გრძნობთ ტკივილს, არ უნდა ივარჯიშოთ. ვარჯიშის გაგრძელება შეაფერხებს თქვენს გამოჯანმრთელებას.
გელის წასმა
ვინ თქვა, რომ "ვაჟკაცობაა" სისხლჩაქცევებით სიარული, როცა შეგიძლიათ დააჩქაროთ სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების გაწოვის პროცესი ისეთი საშუალების გამოყენებით, როგორიცაა ლიოტონი® 1000 გელი? ლიოტონი® გამოიყენეთ დღეში 1-3 -ჯერ, გელში შემავალი ჰეპარინი ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და მონაწილეობს შეხორცების პროცესში, რადგან მას ანთების საწინააღმნდეგო და ანტიკოაგულაციური მოქმედება აქვს. გარდა ამისა, ის ასევე უზრუნველყოფს სასიამოვნო და მყისიერ გაგრილების შეგრძნებას დაზიანებულ ადგილზე.
სისხლჩაქცევების გზამკვლევი: რამდენი დრო სჭირდება სისხლჩაქცევების გაწოვას?
თქვენი სისხლჩაქცევა ცისარტყელას ფერებშია? ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ჰემატომები და სისხლჩაქცევები გადის სხვადასხვა სტადიას და ფერის გრადაციას. რა არის ფერის შეცვლის მიზეზი? -ჰემოგლობინი, რკინით მდიდარი ნივთიერება თქვენს სისხლში. შეხორცების პროცესში ის იშლება და ფერს იცვლის. როგორც წესი, თქვენი ჰემატომა ან სისხლჩაქცევა თანდათან იცვლება წითელიდან მეწამულამდე და შავ-ლურჯიდან ყვითელ-მწვანემდე (5-10 დღე), შემდეგ კი მოყავისფრო-ყვითლამდე (10-14 დღე).
ჩვეულებრივ, არანამკურნალები სისხლჩაქცევა სულ ცოტა ორ კვირას მაინც გასტანს.
თუ სიმპტომები შენარჩუნებულია, მიმართეთ ექიმს.
ლიოტონი® 1000 გელი - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!
უნდა იცოდეთ: ლიოტონი® 1000 ასევე უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას და სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.
ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლიოტონი® 1000 გელით სისხლჩაქცევებისა და ჰემატომის მკურნალობის 4 მიზეზი
წარმოგიდგენთ ოთხ კარგ მიზეზს, რატომ უნდა უმკურნალოთ სისხლჩაქცევას და ჰემატომას ლიოტონი® 1000 გელით, ნაცვლად ლოდინისა, რომ ჰემატომა თავისით გაიწოვება:
- ლიოტონი® 1000 გელი შესამჩნევად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
- ლიოტონი® 1000 გელი დაგეხმარებათ სისხლჩაქცევების შემცირებაში: აქტიური ინგრედიენტის - ჰეპარინის წყალობით შეამცირებს კანქვეშა სისხლდენას და დაეხმარება თქვენს დაზიანებულ სისხლძარღვებს.
- ლიოტონი® 1000 გელი უზრუნველყოფს სასიამოვნო გაგრილების შეგრძნებას.
- ლიოტონი® 1000 გელს ჰეპარინის წყალობით აქვს სამმაგი მოქმედება: ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო), ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური (ამცირებს სითხის გაჟონვას დაზიანებული უჯრედებიდან და ქსოვილებიდან).
პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს
დაკავშირებული თემები
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს და თანდათან როგორ სუსტდება?
მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი® 1000 თქვენს ვენებს.