Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

ხანდახან ფეხები გიმძიმდებათ, გექავებათ ან შეშუპება გაქვთ?

განსაკუთრებით თუ საღამოს ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემდეგ,  მაშინ ეს შეიძლება ვენური უკმარისობის გამო იყოს. გაიგეთ მეტი, რა უნდა გააკეთოთ ფეხების ტკივილის დროს ქრონიკული ვენური უკმარისობისას და როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ფეხები აქტიური ცხოვრების გასაგრძელებლად!

ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომები ფეხებთან მიმართებაში.

ფეხების ტკივილი და ფეხის არადიფერენცირებული ტკივილი საერთო პრობლემაა. თუმცა, ისეთი სიმპტომები, როგორიცაა…

  • ფეხების და ტერფის შეშუპება
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება დგომისას და უმჯობესდება, როცა ფეხებს აწევთ
  • ვარიკოზული ვენები
  • ქავილი, მტკივნეული ფეხები
  • მოუსვენარი ფეხები
  • სიმძიმის შეგრძნება ფეხებში
  • დაჭიმვის შეგრძნება წვივებში
  • ზოგჯერ ფეხის კრუნჩხვები…

შეიძლება იყოს ფეხების ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული (თუმცა ამას ზოგიერთი სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს).

მიზეზები

ფეხების ტკივილს შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს*, მაგრამ ზემოხსენებული სიმპტომები, განსაკუთრებით, თუ ისინი  ხანგრძლივი დღის ან დიდი ხნით დგომის (ან ჯდომის) შემდეგ ვლინდება, მიუთითებს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე, რომელსაც ეწოდება ქრონიკული ვენური დაავადება ან ვენური უკმარისობა.

ეს არის მდგომარეობა, რომელიც მაშინ ვლინდება, როცა თქვენს ფეხებში ვენების სარქველები არასათანადოდ მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს სისხლის ეფექტურად ადინებას ფეხებიდან გულისაკენ. სისხლი  ფეხებში გუბდება და, ჩვეულებრივ, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და შეშუპება.

რისკის ზოგიერთი სხვა ფაქტორისა და მიზეზის გარდა (იხილეთ ქვემოთ), ვენებში წნევის მატებას ხშირად უბრალოდ ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა იწვევს.

ვენების სარქველების  ფუნქცის დარღვევა შეიძლება უკავშირდებოდეს ვარიკოზულ ვენებს  - კანის ქვეშ შესამჩნევ გაფართოებულ სისხლძარღვებს. წაიკითხეთ მეტი ამ მდგომარეობის შესახებ აქ.

ღამით ფეხების ტკივილი  გაღვიძებთ?  გადაამოწმეთ, შესაძლოა მოუსვენარი ფეხების სინდრომი გქონდეთ.

თუ სპორტის, ვარჯიშის ან რამე შემთხვევის შემდეგ კიდურების კუნთების დაჭიმულობა გაქვთ, გაეცანით ამ სტატიას.

* ყოველთვის მიმართეთ ექიმს ფეხების ტკივილის ან ვენური პრობლემების სწორი დიაგნოზისთვის.

 

რისკის ფაქტორები

არსებობს გარკვეული რისკისა და ცხოვრების წესის ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ფეხების ტკივილს ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს.

  • ხართ ქალი
  • ზიხართ ან დგახართ დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ
  • 50 წელს გადასცილდით
  • ეწევით
  • ჭარბწონიანი ხართ
  • გაქვთ კუნთების სისუსტე, გადატანილი ოპერაცია ფეხზე ან ტრავმა
  • ზედაპირული ვენების დაავადების ოჯახური ისტორია გაქვთ 
  • ხართ ან იყავით ორსულად

… მაშინ თქვენ ალბათ უფრო მეტად ხართ მიდრეკილი ქრონიკული ვენური უკმარისობისკენ და შეიძლება უფრო ხშირად განიცდიდეთ ფეხების ტკივილს. 

ფეხების გამოკვლევებისთვის, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად რეგულარულად მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა და პრევენცია:

ფეხების ტკივილის მკურნალობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. 
თუმცა, ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული ვენების რისკის შესამცირებლად აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გაუმჯობესება.

ასევე, უნდა გადაიხედოს თქვენი ცხოვრების წესი და შეეცადოთ, რომ ის მოიცავდეს:

  • ვარჯიშს
  • წონის კონტროლს
  • ჯდომისა და დგომისას პოზიციების შეცვლას დღის განმავლობაში
  • ფეხების აწევას

ასევე, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები სისხლის მიმოქცევის შესახებ და იხილეთ ჩვენი სავარჯიშო გვერდი სასარგებლო ვიდეოებითა და ფეხების ვარჯიშებით, რომლებიც შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ სახლში, რათა თავიდან აიცილოთ ფეხების ტკივილი გრძელვადიან პერსპექტივაში და გაიუმჯობესოთ ფეხების ჯანმრთელობა.

ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გამორიცხოთ თქვენი ფეხების ტკივილის სხვა მიზეზი ან დაავადება.

ორი ადამიანი დარბის და ვარჯიშობს, რაც ხელს შეუწყობს ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული ფეხების ტკივილის თავიდან აცილებას
ორი ადამიანი დარბის და ვარჯიშობს, რაც ხელს შეუწყობს ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული ფეხების ტკივილის თავიდან აცილებას

დახმარება ფეხების ტკივილისას:

თუ  ფეხების ტკივილი გამოწვეულია ქრონიკული ვენური უკმარისობით (ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზისთვის!), არსებობს ზოგიერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ტკივილის შესამსუბუქებლად:

  •  დასვენება და ფეხების აწევა  გულის დონეზე მაღლა, საშუალებას მისცემს სისხლის ნაკადს, წამოვიდეს უკან გულისკენ.
  •  მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას და დგომას
  • თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, გააკეთეთ ფეხის მარტივი ვარჯიშები: მოხარეთ და გაშალეთ ფეხები 10-ჯერ ყოველ 30 წუთში, რათა ვენებში სისხლმა უკეთ იმოძრაოს
  • თუ დიდხანს გიწევთ დგომა: გააკეთეთ შესვენება და აწიეთ ფეხები მაღლა
  • რეგულარულად ივარჯიშეთ.  განსაკუთრებით სასარგებლოა სიარული
  • თუ ჭარბი წონა გაქვთ,  დაიკელით
  • ატარეთ კომპრესიული წინდები
  • დაიცავით ფეხებზე კანის ჰიგიენა
ლიოტონი® 1000 გელი
ლიოტონი® 1000 გელი

ლიოტონი - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!

კარგია, თუ გაითვალისწინებთ: ლიოტონი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას, სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.

ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სპეციალური რჩევა:

ლიოტონი® 1000 გელი  დაგეხმარებათ ვენური უკმარისობით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში თუ გსურთ განაგრძოთ ფეხზე დგომა და აქტიური ცხოვრება.

ლიოტონი® 1000 გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰეპარინს მაღალი კონცენტრაციით ჰეპარინს შეუძლია შეამციროს ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომები, გააუმჯობესოს მიკროცირკულაცია და, ასევე, შეამციროს შემაწუხებელი ტკივილი და შეშუპება ფეხებში.

დაკავშირებული თემები

სისხლის მიმოქცევა

როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ფეხებში

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

სისხლჩაქცევები და ჰემატომები

ტკივილი მცირდება ვარჯიშის შემდეგ?

ტკივილი მცირდება ვარჯიშის შემდეგ?

მოუსვენარი ფეხების სინდრომი

ოდესმე გიგრძვნიათ, თითქოს საწოლში წოლისას თქვენი ფეხები ცხოვრებას დამოუკიდებლად იწყებენ?

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები

ლიოტონი® 1000 შესახებ

ლიოტონის® შესახებ

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს  და თანდათან როგორ სუსტდება?

მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი® 1000 თქვენს ვენებს.