Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

რაში მდგომარეობს ვენური უკმარისობის მკურნალობა?

ადრეული ვენური უკმარისობის მკურნალობა

ვარჯიში და კომპრესიული მკურნალობა სასარგებლოა  ვენური უკმარისობისთვის. ჰეპარინის შემცველი გელის გამოყენებას [ლინკი: აქტიური ინგრედიენტი] შეუძლია შეამციროს ფეხების შეშუპება და ტკივილი.

ვარჯიშები

ვარიკოზული ვენების მკურნალობა

არსებობს მკურნალობის სხვადასხვა გზა: კონსერვატული და ასევე, ინვაზიური მეთოდები, როგორიცაა სკლეროთერაპია, ქირურგია და ენდოვენური მკურნალობა.

ქირურგიული მკურნალობის შემდეგ სასარგებლოა ლიოტონი® 1000 -ის გამოყენება. ლიოტონი® 1000 გელი ეხმარება პაციენტებს შეშუპების და პოსტოპერაციული ჰემატომის გაქრობაში.

კომპრესიული წინდები კონსერვატული მკურნალობისთვის
კომპრესიული წინდები კონსერვატული მკურნალობისთვის

კონსერვატული მკურნალობა

ვარიკოზული ვენებით გამოწვეული დისკომფორტი შეიძლება შემცირდეს ფეხების აწევით და/ან ელასტიური კომპრესიული წინდების გამოყენებით.

სკლეროთერაპიისთვის კანქვეშა ინექციის შპრიცი
სკლეროთერაპიისთვის კანქვეშა ინექციის შპრიცი

სკლეროთერაპია

საშუალო ზომის ვენების და ვენური ქსელების  ე.წ. ობობა ვენების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება სკლეროთერაპია. წვრილი ნემსით ვენებში შეყავთ გამაღიზიანებელი სითხე. ვითარდება რეაქცია, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწიბურები და ვენები იხშობა,  ასეთი ვენები გაიწოვება და საბოლოოდ  გაქრება.

კუთხოვანი სკალპელი ვარიკოზული ვენის ქირურგიული ამოღებისთვის
კუთხოვანი სკალპელი ვარიკოზული ვენის ქირურგიული ამოღებისთვის

ქირურგია

ვენის ამოკვეთა (სტრიპინგი): ელასტიური ზონდით ვარიკოზული ვენის ქირურგიულ ამოღებას სტრიპინგი ეწოდება. დაზიანებული ვენების ამოღება სტანდარტული ჩარევაა და  დაავადების სიმძიმის მიხედვით ტარდება ამბულატორიულად ან სტაციონარულად და რამოდენიმე ეტაპად.

განაკვეთი კეთდება ვარიკოზული ვენის ქვეშ, ელასტიური ზონდი შეყავთ ვენაში პირველ განაკვეთამდე, მოკვეთავენ და გამოიტანენ.

ამბულატორული ფლებოტომია: ადგილობრივი ანესთეზიით ვარიკოზული ვენის ზედაპირზე გაკეთდება მცირე განაკვეთი და მოხდება ვენის ამოღება.

ვენური დაავადების ლაზერული მკურნალობის გამოსახულება
ვენური დაავადების ლაზერული მკურნალობის გამოსახულება

ენდოვენური პროცედურები

ლაზერით მკურნალობა: დღეისათვის ლაზერის გამოყენება ვენების დაავადებების მკურნალობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომელიც ზედაპირული ვარიკოზული ვენების ქირურგიული სტრიპინგის ალტერნატივაა. კანის ანესთეზიის შემდეგ, ლაზერული ბოჭკო შეყავთ saphena ვენაში, ბოჭკოს მოშორების შემდეგ ლაზერს ასხივებენ. მაღალი ტემპერატურის მოქმედებით ხდება ვენების კედლების შეწებება და ვენები „ჩაკეტვა“.

რადიოსიხშირული აბლაცია ასეთივე პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ლაზერის ნაცვლად გამოიყენება რადიოსიხშირე.

შორსწასული ვენური დაავადების მკურნალობა

წყლულები ზედაპირული ვენების   დაავადების ყველაზე მძიმე სტადიას წარმოადგენს. პაციენტებს სერიოზული პრობლემები აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, შორსწასული ვენური დაავადების მკურნალობის მიზნებია:

  • სიმპტომების კონტროლი
  • წყლულების შეხორცება და ახალი წყლულების განვითარების პროფილაქტიკა
  • ნორმალური სიარულის უნარის აღდგენა

ტკივილის და შეშუპების სამკურნალოდ გამოიყენება კიდურების მაღლა აწევა გულის დონის ზევით, კომპრესიული წინდების ან ბანდაჟის ხმარება და ვარჯიშები ვენური სისხლის დინების ხელშეწყობისთვის.

ზედაპირული ვენების ხანგრძლივმა და მძიმე უკმარისობამ  შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული წყლულების განვითარება წვივების არეში და ყოველდღიური ცხოვრების გაუარესება.  წყლულების შეხორცების და პროფილაქტიკის მთავარი ფაქტორებია შეშუპების კონტროლი და ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. უმეტესად, როგორც კი უმჯობესდება ფეხებში სისხლის მიმოქცევა, მაშინვე იწყება ჭრილობების შეხორცება (3, გვ.55).

სიმპტომები

როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

დაინტერესებულხართ თუ არა, როგორ გეხმარებათ თქვენი ვენები მთელი დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს და როგორ სუსტდება? ეს ვიდეო მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას და გაჩვენებთ, თუ როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 თქვენი ვენების დასახმარებლად.