Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

ლიოტონი® 1000 გელი თქვენს ბარგში

ლიოტონი® 1000 მოგზაურიბისას, პიროვნება სკამზე ზის და ფეხებს ზურგჩანთაზე ასვენებს.
ლიოტონი® 1000 მოგზაურიბისას, პიროვნება სკამზე ზის და ფეხებს ზურგჩანთაზე ასვენებს.

მოგზაურობისას

ავტომობილით, მატარებლით ან თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობისას, შეზღუდულ სივრცეში დიდი ხნით ჯდომის გამო თქვენს ფეხებს ბევრი სიძნელე ექმნება. ამან შეიძლება პრობლემა შეუქმნას ვენური სისხლის მიმოქცევას. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო მაღალია ქვემო კიდურების ვენური თრომბოზის განვითარების რისკი. პირები, რომლებსაც აქვთ ვენური ქსელები, ვენების ვარიკოზი ან დგომის ან ჯდომის შემდეგ ხშირად უჩივიან ფეხების სიმძიმეს, განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან თრომბოზისადმი. თუ ხშირად გაწუხებთ ფეხების ტკივილი ან შეშუპება, მიმართეთ ექიმს. ლიოტონი® 1000 გელი დაგეხმარებათ ზედაპირული ვენების უკმარისობის სიმპტომების შემცირებაში. აქტიური ინგრედიენტი ჰეპარინი დაგეხმარებათ სისხლის შედედების შემცირებაში და ცირკულაციის გაუმჯობესებაში.

თრომბოზის რისკი

დიდ მანძილზე მოგზაურობამ შეიძლება გაზარდოს თრომბოზის რისკი.

თრომბოზი ვენებში სისხლის კოლტების წარმოიქმნისა და ვენების დახშობისას ვითარდება ძირითადად ქვედა კიდურებში. ამ ვენების საშუალებით სისხლი ფეხებიდან გულს უბრუნდება. ეს პროცესი ხორციელდება კუნთოვანი ტუმბოს: საშუალებით, რომელიც ძაბავს და ადუნებს ფეხის კუნთებს სიარულის დროს.

თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, დიდი რაოდენობით წყლის სმა და ვარჯიში დაგეხმარებათ.

კუნთოვანი ტუმბო

თუ ვზივართ ან ვწევართ და არ ვმოძრაობთ საკმარისად,  ჩვენი კუნთოვანი ტუმბო ვერ მუშაობს. ამის შედეგად, სისხლი ვენებიან გულისკენ გაცილებით ნელა მიედინება და იზრდება თრომბოზის რისკი. ამის თავიდან აცილება ვარჯიშით შეიძლება.

ვარ თუ არა მე რისკის ქვეშ?

ხანგრძლივი მგზავრობის დროს სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი იზრდება შემდეგი მიზეზით::

  • პერორალური კონტრაცეპტივების ხმარება
  • ავთვისებიანი სიმსივნე
  • ოპერაცია ახლო წარსულში
  • ხანდაზმული ასაკი
  • სიმსუქნე
  • თამბაქოს მოწევა
  • გულის უკმარისობა
  • წარსულში თრომბოზის არსებობა
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა

5 საუკეთესო რჩევა დიდ მანძილზე მგზავრობისას:

კომპრესიული წინდები თრომბოზის პროფილაქტიკისთვის - გამოსახულება
კომპრესიული წინდები თრომბოზის პროფილაქტიკისთვის - გამოსახულება

1 - კომპრესიული წინდები

ვენური დაავადების დროს მგზავრობისას სპეციალური კომპრესიული წინდების ხმარება  საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. წინდების ზეწოლა ხელს უწყობს ფეხებში სისხლის ცირკულაციას. გარედან წნევის ურთიერთქმედება ვენის შიგნითა წნევასთან  აადვილებს ფეხებიდან გულისკენ სისხლის გადატუმბვას.

თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ფეხსაცმელი ჩქარი სიარულისთვის
თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ფეხსაცმელი ჩქარი სიარულისთვის

2 - მოძრაობა

ყველაზე ეფექტური წამალი  ქვედა კიდურებში სიმძიმის  სამკურნალოდ.

თრომბოზის რისკს მინიმუმამდე ამცირებს   ჩქარი ნაბიჯით სიარული რეგულარულად

თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ტერფების და წვივების ვარჯიშები
თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ტერფების და წვივების ვარჯიშები

3 - ტერფების და ფეხების ვარჯიშები

ფეხებში სიმძიმის და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ჯდომის დროსაც კი შეგიძლიათ ფეხების წრიული ან ბრუნვითი მოძრაობები. თუნდაც რამოდენიმე წუთით ასეთი რეგულარული მოძრაობები შესამჩნევად აუმჯობესებს მდგომარეობას.

წყლის ბოთლი თრომბოზის პროფილაქტიკისთვის არაალკოჰოლური სასმელების მისაღებად - გამოსახულება
წყლის ბოთლი თრომბოზის პროფილაქტიკისთვის არაალკოჰოლური სასმელების მისაღებად - გამოსახულება

4 - არაალკოჰოლური სასმელების საკმარისი რაოდენობით მიღება

მარტივი პროფილაქტიკა მგზავრობისას. სითხის რეგულარული მიღება ამცირებს სისხლის წებოვნებას. მოერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მას დეჰიდრატაციული მოქმედება აქვს.

თრომბოზის პროფილაქტიკისთვის თავისუფალი ტანსაცმლის გამოსახულება
თრომბოზის პროფილაქტიკისთვის თავისუფალი ტანსაცმლის გამოსახულება

5 - თავისუფალი ტანსაცმელი

კომფორტულად იმგზავრეთ. მოერიდეთ ვიწრო და მოჭერილი შარვლების და ფეხსაცმლის ტარებას, რაც აუარესებს ფეხებში სისხლის მიმოქცევას.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან დაზიანებები

ვარჯიშები

გამოყენება

ჰეპარინი

როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვეხმარება ჩვენი ვენები ყოველდღე, როგორ მუშაობენ და როგორ სუსტდებიან? ეს ვიდეო მოგცემთ სწრაფ მიმოხილვას და ასევე გაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობს ლიოტონი® 1000 გელი თქვენი ვენების დასახმარებლად.