გიყვართ სპორტი, მაგრამ სამსახურში უმეტესად ზიხართ?
ბოლო დროს, თქვენს ფეხებზე ხილული ვენები გაჩნდა და სპორტის დროს უფრო მიდრეკილი გახდით სისხლჩაქცევებისკენ? გაარკვიეთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს და წაიკითხეთ, რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ.
ახლახან ველოსიპედის შორტის ჩაცმისას ფეხებზე შევამჩნიე მოლურჯო ფერის ვენები. ასევე, დამეწყო სიმძიმე და შეშუპება ფეხებში…
ეს შეიძლება იყოს ვენური ქსელები- ე.წ. ობობის ქსელივით ვენები - პატარა, წვრილი, ძირითადად ლურჯი, წითელი ან მეწამული ხაზები, რომლებიც ჩნდება კანის ზედაპირზე სისხლძარღვების ქსელის მსგავსად. ქსელივით ვენები, როგორც წესი, არ არის მტკივნეული ან მავნე, მაგრამ ვარიკოზული ვენების მსუბუქი ფორმაა. ორივე მდგომარეობა გამოწვეულია ვენური უკმარისობით, ვენების სარქველების დასუსტებით, რაცას თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ფეხების და ტერფების შეშუპება.
დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.
მეგონა მხოლოდ ქალებს ემართებოდათ ვენების ვარიკოზი?
მამაკაცებშიც საკმაოდ ხშირია: დაახლოებით 10-40%-ს აქვს ვარიკოზული ვენები, ხოლო 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების დაახლოებით 21%-ს აწუხებს ვარიკოზი.
ჩემს ასაკში? მე მხოლოდ 35 წლის ვარ! როგორ მოხდა?
ზედაპირული ვენების დაავადებების რისკის ფაქტორები, როგორიცაა ობობის ქსელივით და ვარიკოზული ვენები, შეიძლება საკმაოდ ხშირი იყოს. კარგი იქნება, რომ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების წესის გადაფასება: ჭარბი წონა გაქვთ? ზიხართ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ( სამსახურში, ან მანქანაში)? ან ეწევით? ყველაფერი ეს საზიანოა თქვენი ფეხების ჯანმრთელობისთვის.
დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.
მოწევა - რამდენჯერმე ვცადე სიგარეტისთვის თავის დანებება, მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე?
სიგარეტის მოწევა ხელს უწყობს ვენების დაავადებების განვითარებას, რადგან ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას (შეგიმჩნევიათ, რომ ხელები და ფეხები გიცივდებათ სიგარეტის მოწევის შემდეგ?) სისხლძარღვების შეკუმშვისას ფერხდება სისხლის ნორმალური მიმოქცევა, რამაც ვენებში სისხლის დაგუბება შეიძლება გამოიწვიოს და ჩნდება ობობის ქსელივით და ვარიკოზული ვენები.
ვარჯიშისას შევამჩნიე, რომ ბოლო დროს სისხლჩაქცევებისკენ მეტად მიდრეკილი გავხდი.
სისხლჩაქცევები ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი ვარიკოზული ვენებისა, რომელიც ქრონიკული ვენური უკმარისობის შედეგია. უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ კანქვეშა ჰემატომებისა და ტრავმების (მცირე სპორტული დაზიანებების) მკურნალობა ლიოტონი® 1000 გელით. ჰეპარინის წყალობით ლიოტონი® 1000 გელს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება და სისხლჩაქცევების თავიდან აცილება.
დიაგნოზისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.ნდა იცოდეთ
რა შემიძლია გავაკეთო ვენური უკმარისობის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად?
სისხლის მიმოქცევისა და კუნთების ტონუსის გასაუმჯობესებლად საჭიროა სწორი ვარჯიში და წონის კონტროლი, ასე რომ, თუ ველოსიპედით სიარული მოგწონთ, იდეალურია, გააგრძელეთ! თავი აარიდოთ ხანგრძლივ ჯდომას (და დგომას) ნუ იქნებით უმოძრაოდ, რეგულარულად იცვალეთ პოზა სისხლის უკეთესი მოძრაობისთვის . ეცადეთ, უფრო ხშირად ადგეთ თქვენი სამუშაო მაგიდიდან და იმოძრაოთ ან შეისვენოთ ხოლმე საჭესთან ხანგრძლივი ჯდომისას.
რამე სხვა რჩევა თუ გექნებათ?
ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებაც დაეხმარება თქვენს ფეხებს, რადგან ის შეიცავს ჰეპარინის მაღალ კონცენტრაციას.
ა) მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით და სწრაფი მოქმედების მექანიზმით ჰეპარინი ეხმარება ზედაპირული ვენური უკმარისობის სიმპტომების: ტკივილისა და შეშუპების შემცირებაში.
ბ) ასევე ჰეპარინი ეხმარება სპორტული დაზიანებების: სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების გაწოვაში - მაშ, რატომ არ უნდა იქცეს ჩვევად მისი თან ტარება სპორტულ ჩანთაში?
ლიოტონი® 1000 - თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის!
უნდა იცოდეთ: ლიოტონი® 1000 ასევე უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამაგრილებელ შეგრძნებას. ლიოტონი® 1000 გელი სასიამოვნოა გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.
ლიოტონი® 1000 გელის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ მოქმედებს ლიოტონი® 1000 გელი ზედაპირული ვენების დაავადებების დროს
დაფიქრებულხართ როდესმე, როგორ გვეხმარება ვენები, როგორ მუშაობს და თანდათან როგორ სუსტდება?
მოკლე მიმოხილვა ამ ვიდეოშია, რომელიც ასევე გიჩვენებთ თუ როგორ ეხმარება ლიოტონი® 1000 თქვენს ვენებს.